სისხლის გუბეები იყო ციხეში, ტატუნაშვილიც კი მიხსენეს – მღებრიშვილი პატიმრობას იხსენებს

საოკუპაციო რეჟიმის მიერ გუშინ, 25 სექტემბერს გათავისუფლებული, ხვიჩა მღებრიშვილი  ტელეკომპანია “ფორმულასთან” პატიმრობაში ყოფნის იხსენებს. მისი თქმით დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ფიზიკურად უსწორდებოდნენ. მღებრიშვილმა ასევე განაცხადა, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ კიდევ ერთ დაკავებულთან, ზაზა გახელაძესთან ერთად საპატიმროში, დაახლოებით 20 დღე გაატარა.

“ცემა-ტყეპა იყო. ტატუნაშვილიც კი მიხსენეს. მკითხეს, ვიცნობდი თუ არა ტატუნაშვილს. ვუთხარი, რომ გამიგია, მაგრამ არ ვიცნობდი. ალბათ ჩამიწვეთეს, შეშინება უნდოდათ.თავი ახლაც გაბრუებული მაქვს. თან პირბადე მეკეთა. რაღაც სქელი პირბადეები აქვთ იქ, რაღაცნაირი. ვუთხარი, რომ ჰაერი არ მაქვს და წყალი მომაწოდეთ. მითხრეს, მერე დაგალევინებთო. 4-5 კაცი მცემდა. თან ან ყოფილი სპორტსმენები იყვნენ ან არ ვიცი, ისეთი კისრები ჰქონდათ

დაახლოებით 5 თვის წინ, მანდ რეპრესიები მიდიოდა. შემოდიოდაო სპეცრაზმი, ნიღბიანები, ყველას გამოიყვანდნენ და დუბინკებით სცემდნენო. ბიჭებმაც გააპროტესტეს, რატომ უნდა შემოდიოდნენ და გვცემდნენო და გადაიჭრეს ვენები. სისხლის გუბეები იყო ციხეში. მერე შეიცვალა ციხის უფროსი”

“გახელაძეს თითი არ დაადეს. რატო დაადებდნენ, ფეხი ჰქონდა გადაგლეჯილი შუაზე. ყავარჯნებით მოიყვანეს. ბოლო 10 დღე, მე რომ გამასამართლეს, მაღლა ამიყვანეს, საერთო რეჟიმში და მანამდე, ერთი 20 დღე ერთად ვიყავით”, – ამბობს ხვიჩა მღებრიშვილი.