“სისხლის სამართლის საქმეების დაკავშირება ევროკავშირთან წევრობაზე არა მგონია სწორი იყოს და თუ ვინმე უკავშირებს, არა მგონია სწორი იყოს. ზოგადად ეს აკნინებს ევროკავშირის მნიშვნელობას, ასევე აკნინებს ჩვენი მართლმსაჯულების და კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.

საქართველოში დღეს, თუ არ ვცდები, არის 30-ზე მეტი ტელევიზია, რომელსაც აქვს საერთო დაფარვა. მაშინ როდესაც 10 წლის წინ იყო სულ 3-4 ტელევიზია. მარტო ეს ერთი მონაცემიც კი მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად პლურალისტური არის გარემო, რამდენად ადვილი არის როგორც მედიის დაფუძნება ისე მედიის ფუნქციონირება. 300-მდე ჟურნალისტია აკრედიტებული პარლამენტში და შესაძლებლობა აქვს, რომ იმუშაოს,[…]პროფესიას და თანამდებობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სისხლის სამართლის პროცესისთვის. როდესაც საქმე ეხება სისხლის სამართლის დანაშაულს, აქ მედია იქნება, პოლიტიკოსი თუ ექიმი, ამაზე ხომ არ შეიძლება. ვინმე ექიმი რომ იყოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემული, ეს რას ნიშნავს, რომ ექიმების თავისუფლება არის შეზღუდული?”

განაცხადა, საქართველოს პარლამენტის, თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.