“სიტუაცია ამჟამად მართვადია, მაგრამ ფეთქებადსაშიშია. როცა 2-3 ათასი შემთხვევა გვაქვს დღეში ახალი, იქ შეიძლება კლებისკენ წავიდეს ტენდენცია და შეიძლება მატებისკენაც წავიდეს. ამ ყბადაღებული მე-5 ტალღის დაწყებაც კი შეიძლება მოხდეს. ამიტომ ახლა როგორც არასდროს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მოსახლეობის ქცევას
კურიოზი ხდება საქართველოში ვაქცინაციის თვალსაზრისით. მე უბრალოდ გაოგნებული ვარ, ვინმეს რომ ეს ჩემთვის ეთქვა და მე არ ვიყო თვითონ ჩართული ამ პროცესში, უბრალოდ არ დავიჯერებდი. პირდაპირ ესე ვიტყვი, საქართველოში ვაქცინაციის მხრივ არის აბსურდის თეატრი. ასეთი რაღაცის წარმოდგენაც კი კოშმარია, განსაკუთრებით ხანდაზმულებისთვის. რას ფიქრობენ ის ოჯახები, მე არ მესმის, ვისაც სახლში ჰყავთ ერთი ან რამდენიმე ასაკოვანი ადამიანი, რომ არ ცრიან ასეთ ადამიანებს და წირავენ მათ სასიკვდილოდ.
ყოველდღე გვაქვს 3 ათასი შემთხვევა, 40 გარდაცვლილი. ამას ყველაფერს საშინლად განიცდიან, წუხან და ელემენტარულ ნაბიჯს არ დგამენ, რომ ეს არ იყოს ასე. კიდევ ერთხელ, მოეგონ გონს, ნუ უწევენ საბოტაჟს თავიანთ სიცოცხლეს, თავიანთ ჯანმრთელობას”
თქვა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ რუსთავი 2-თან ინტერვიუში.