“ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში პროცესი დემოკრატიიდან მიდის უკან, ავტორიტარული რეჟიმისკენ. ეს არის ევროპისთვის სერიოზული შეშფოთების საგანი. ამ სიტუაციიდან გამოსავალი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ორგანიზება, ოდირისა და სხვა ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზე, რომლებიც მონიტორინგს უწევდნენ წინა არჩევნებს.

ნამდვილად გვაშფოთებს ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც უფრო ამკაცრებს რეგულაციებს, რაც პროტესტის გამოხატვასა და სიტყვის თავისუფლებას ეხება, ეს ნამდვილად ძალიან სამწუხარო სიტუაციაა.”

აცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კესტუტის ბუდრისი.