“რიონის ხეობის მცველი” ვარლამ გოლეთიანი პრემიერ ღარიბაშვილს პასუხობს, რომელმაც თქვა, რომ ამ პირობებით ნამახვანჰესის პროექტი არ გაგრძელდება.
გოლეთიანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პრობლემა დაერქვა საკითხს. მისივე აზრით, “სიტუაციიდან გამოძრომის ნიშნები იკვეთება”.
“ვინ წარმოაჩინა ეს პრობლემები, საინტერესოა. საკუთარ თავსაც ჰკითხონ ამ ადამიანებმა, ფაქტია, ჩვენ მხარედ არ გვთვლიან. სასურველი იყო, ჯერ ჩვენ შეგვხვედროდა, პრობლემების სრულ სპექტრს ვეტყოდით, ამის შემდეგ ემსჯელათ ინვესტორებთან. სიტუაციიდან გამოძრომის ნიშნები იკვეთება რადგან ჩვენ არ გველაპარაკებიან.
თუ ვინმე ფიქრობს, რომ 100 გადაკეთდება 49-ად და ეს იქნება ამ პრობლემის მოგვარება, წინასწარ შემიძლია ვღქვა რომ ეს არ იქნება პრობლემის გადაწყვეტა. ეს საერთოდ არაფერს არ ცვლის. ზუსტად იგივე მოხდება ხეობაში, რაც გადაკეთების გარეშე. მე დარწმუნებული ვარ, ამ ცვლილებაზეა საუბარი”, – ამბობს გოლეთიანი.
მისივე განცხაებით, მთავრობის წევრების მხრიდან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდება.
“პირველ რიგში, რაც იკვეთება ამ პატარა გამოსვლიდან არის ის, რომ არ აქვს როგორც ჩანს თვითონ გუნდს საერთო პოზიცია საკითხთან დაკავშირებით. თუ პრემიერისთვის ამდენად კრიტიკულად შეუსაბამოა ის პირობები, რა პირობებითაც გაფორმებული იყო ეს ხელშეკრულება, რომ ვერ გაგრძელდება პროექტი ამ პირობებით და ამას პირდაპირ ამბობს, ფაქტია, რომ ამას ესე არ ფიქრობს თუნდაც ეკონომიკის მინისტრი, სხვადასხვა სახელისუფლებო წრეების ესა თუ ის წარმომადგენელი აშკარა აცდენა აქვთ თვითონ შიგნით და საერთო პოზიცია არ აქვთ”,– აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.