სიტყვა „სირცხვილს“ რომ ახსენებს სარკეში ჩაიხედოს, – ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომლის თანახმად, ნიკა მელიას და „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში შესვლა უნდათ, თუმცა, ამის რცხვენიათ.
“რა თქმა უნდა, “ქართული ოცნების” ინტერესში არ არის მთავარი ოპოზიციური პარტია წარმოდგენილი იყოს პარლამენტში, რადგან ჩვენ წარმოვადგენთ ძალიან სერიოზულ ძალას. რა თქმა უნდა, მათ არ უნდათ, რომ ჩვენი ხმა გაიგონონ, მათ შორის პარლამენტს შიგნით, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი პარტია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქვეყნის საუკეთესო ინტერესზე დაფუძნებით”- აცხადებს ბოკუჩავა.