“ვხედავთ, რომ არის სამხედრო ესკლაციის სერიოზული საფრთხე. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება ამ მოვლენებზე ძალიან ყურადღებით დაკვირვება. ჩვენ ვგულშემატკივრობთ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს, ისინი არიან ჩვენი მეგობრები და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს სამხედრო ესკალაცია არ შედგეს და სწორედ ამას ეხება ის რეზოლუცია, რომელიც ჩვენ დავაინიცირეთ. ომის არდაშვება არის მთავარი ამოცანა ჩვენთვის და ეს უნდა იყოს მთვარი ამოცანა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ამას ეხება ეს რეზოლუცია.
რაც შეეხება იქ სიტყვებზე გამოკიდებას, ეს არის, ნუ, ცალსახა სპეკულაცია, მეორეხარისხოვან თემებზე აქცენტის გაკეთება არის არასწორი, იმ დროს, როცა რეზოლუციაში არის ნათქვამი ყველაფერი, რაც უნდა ყოფილიყო ნათქვამი”
თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ TV იმედის ეთერში რეზოლუციაზე, რომელშიც რუსეთი ნახსენები არ არის.