სიურპრიზი იყო მთავრობის განცხადება, €75 მილიონი ცოტა არ არის – დეგნანი

აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამბობს, რომ მათთვის სიურპრიზი იყო მთავრობის მიერ ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმა.

მისივე განცხადებით, იციან, რა სჭირდება საქართველოს და 75 მილიონი ევრო ცოტა არ არის.

“ჩვენთვის სიურპრიზი იყო მთავრობის განცხადება, რომ საქართველოს არ სჭირდება 75 მილიონი ევრო. რა თქმა უნდა, ამას გარკვეულწილად გამოეხმაურება ვაშინგტონიც, მაგრამ ამავე დროს, გასათვალისწინებელია, რომ ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც მართლა უნდა განხორციელებულიყო და ამაზე მუშაობა მიმდინარეობდა გასულ წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის, უნდა გაგრძელდეს და არ უნდა შეჩერდეს. ეს მართლაც რთული და მნიშვნელოვანი რეფორმებია.

ჩვენ საკმაოდ ახლო კოორდინაციაში ვართ საქართველოს მთავრობასთან და ვიცით, რა სჭირდება საქართველოს. 75 მილიონი ევრო ცოტა არ არის”, – თქვა დეგნანმა.