ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ნინო ხუციშვილი ეხმიანება Newsreport.ge-ს სტატიას, რომელიც ეხება თეა წულუკიანის ქმრის მიერ ნიკა მელიასთვის შეურაცხყოფის მიყენებას.
ხუციშვილი სტატიას ძალადობრივი კომენტარით აზიარებს და წერს, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას “სიფათი აქვს ასახევი”.
“შეურაცხყოფას კი არ აყენებს, სიფათი აქვს ასახევი კრიმინალ მელიას, მერე იტყვიან, რატო გვაგინებთო”,– წერს ხუციშვილი Facebook-ზე.
ნიკა მელიამ გუშინ თქვა, რომ წულუკიანი ახსენებს 90-იანების საძმოს წევრ ქალს, რომელიც “ყველაფრის მკადრებელი იყო”. წულუკიანის ქმარი ამ განცხადებას Facebook-ზე გამოეხმაურა:
“ისიც მოყევი, შენნაირ კაცებს 90-იანებში როგორ ექცეოდნენ. ტრაკი შეწიე, წელში გაიმართე და წადი ვარდისფერები გამოიცვალე”, – წერს თეა წულუკიანის ქმარი.