სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში 68 წლის ქალი მოკლეს 13:10, 30-01-2022 სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში 68 წლის ქალი მოკლეს – ის საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მას დაზიანებები სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული, მომხდარი კი ძარცვას უკავშირდება. შსს-მ საქმეზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.