სიღნაღში ახალშობილი შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით მისი დედა დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, 11 ივნისს, გამთენიისას, სოფელ ქვემო ბოდბეში იმშობიარა და პოლიეთილენის პარკში გახვეული ახალშობილი ამავე სოფლის ტერიტორიაზე დატოვა. უწყების ცნობით, ამ დროისთვის ახალშობილის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.