შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში 1985 წელს დაბადებული ა.კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
უწყების ცნობით, ნარკოტიკული ნივთიერება, რომლის ზუსტი ოდენობა 6 კილო და 500 გრამია, სიღნაღში, სოფელ ვაქირში პირის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღეს.
შსს–ს განცხადებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.