”სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, არ შეგარჩენთ”- ამის შესახებ, ენმ-ის თავჯდოამრე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს რითიც, “ქართული ოცნების” წევრებს და დმანისში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.
“დმანისში ზონდერები მიუვარდნენ ჩვენს კანდიდატს და დაჭრეს მისი 2 მხარდამჭერი. ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს – არ შეგარჩენთ” – წერს ნიკა მელია.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ სოფელ განთიადში მოქმედ მერს გიორგი ტატუაშვილს, რომელიც ენმ-ის მერობის კანდიდატია, ასევე კახა ოქრიაშვილს და მათ მხარდამჭერებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაჭრილია 2 ადამიანი. კახა ოქრიაშვილის ინფორმაციით, თავდამსხმელები “ოცნების მაჟორიტარობის” კანდიდატის შვილი, დავით დაუთაშვილი და “ქართული ოცნების” აქტივისტი ზურა ბოკმელაშვილია.