სიცრუეა, თითქოს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე ვმსჯელობდით – მინისტრი

იუსტიციის მინისტრის, რატი ბეგაძის განცხადებით, რომ კონსილიუმს მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე არ უსაუბრია.

“მოვისმინე ნიკოლოზ ყიფშიძის კომენტარი, რომლის თანახმადაც თითქოს ჩემთან შეხვედრისას საუბარი იყო პატიმარ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე და თითქოს ამაზე ვმსჯელობდით. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ეს არის სიცრუე!

ექიმების ჯგუფთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მაგრამ ერთი სიტყვაც არ თქმულა სამოქალაქო კლინიკაზე.

ტყუილს მოკლე ფეხი აქვს. დანარჩენზე მერე ვისაუბრებთ”. – წერს ბრეგაძე Facebook-ზე.

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ექიმთა კონსილიუმი შეთანხმდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საჭიროების შემთხვევაში მაღალი კლასის საავადმყოფოში გადაიყვანენ. მისი შეფასებით, მესამე პრეზიდენტის ციხის ჰოსპიტალში გადაყვანა მკვლელობის ტოლფასი იქნება.