“სიცრუეა, რომ კლინიკაში გარდაცვლილი შემოიყვანეს ” – პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, სიცრუეა, რომ ახალციხელი ექთანი, მეგი ბაქრაძე 18 მარტს, კლინიკაში შეყვანის დროს,გარდაცვლილი იყო.
“ეს წარმოადგენს სიცრუეს, ჭეშმარიტ სიცრუეს. კიდევ ერთხელ მინდა ოჯახს მივუსამძიმრო. ქალბატონი მეგი შემოყვანილ იქნა კატასტროფის ბრიგადის მიერ, 19:45 წუთზე ჩვენ კლინიკაში. შემოყვანისას ის იმყოფებოდა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ჰემოდინამიკა იყო მკვეთრად არასტაბილური, ეს იმას ნიშნავს, რომ წნევის ამწევი პრეპარატების გარეშე ვერ ინარჩუნებდა ჰემოდინამიკას. გასინჯულ იყო შემოყვანიდან რამდენიმე წუთში ჩემი და ქალბატონი ქეთის მიერ”, – თქვა ლევან რატიანმა.