გლდანის ციხის საავადმყოფოს მთავარი ექიმის, მანანა ელეფტეროვას თქმით, გავრცელებული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უკიდურესად გაუარესების შესახებ სიცრუეა.
მისი განცხადებით, მე-18 დაწესებულება წითელ ზონად არ გამოცხადებულა.
“მიხეილ სააკაშვილზე მიმდინარებს სამედიცინო დაკვირვება, უტარდება ყველა საჭირო ლაბორატორიული გამოკვლევა, იღებს ყველა დანიშნულ მედიკამენტს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
რაც შეეხება, სხვადასხვა გავრცელებულ ინფორმაციას ტელევიზიების მხრიდან, რომ თითქოს ბატონი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია და დღეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ N18 დაწესებულება გამოცხადებულია წითელ ზონად, სრული სიცურეა და სიმართლეს არ შეესაბამება”, – ამბობს მანანა ელეფტეროვა.