“სიცრუის ტირაჟირებით დანგრეული ქვეყნის ეკონომიკა და ამ სიცრუით გამდიდრებული გამყრელიძეები” – პოლიტიკური მოძრაობა ტრიბუნას ლიდერი დავით ჭიჭინაძე ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას ღია წერილით მიმართავს.
“ქალბატონო თურნავა, ეკონომიკის მინისტრი თითს კი არ უნდა უქნევდეს ადამიანებს, ჯარიმებით აშინებდეს და ბიზნესისთვის სადამსჯელო ოპერაციებს გეგმავდეს,პირიქით, თქვენ სხვადასხვა პროგრამები უნდა შესთავაზოთ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, ამ ადამიანებმა 2-3 წელში მაინც რომ შეძლონ იმის აღდგენა, რაც პანდემიამდე ჰქონდათ.
4 თებერვალია და „ოცნების“ მთავრობას ჯერაც არ წარმოუდგენია გეგმა – ეკონომიკა, მცირე და საშუალო ბიზნესი რომ გადარჩეს და სამუშაო ადგილების ის რაოდენობა მაინც რომ შეინარჩუნონ, რაც მცირე შემოსავლის პირობებში იქნება შესაძლებელი. ანუ, როდესაც ბიზნესს სთხოვთ შეზღუდვები დაიცვან, მათ ის მაინც ხომ უნდა იცოდენ რა ელით, ან რას სთავაზობს მთავრობა”,– წერს ჭიჭინაძე.
მისი განცხადებით, ოცნება ხელისუფლების შენარჩუნებას ძალადობრივი მეთოდებით ცდილობს.
“რა გახდა საქართველო ასეთი, მითუმეტეს როდესაც ამერიკის ისეთ შტატებშიც კი, (მიჩიგანი, ვაშინგტონი ) სადაც ყველაზე უფრო აქტიურად იკეტებოდა რესტორნები და მსგავსი ბიზნეს სექტორები, ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ, აბსოლუტურად ყველაფერი გაიხსნა 25%-იანი დატვირთვით.
თან საქართველო, მისი ეკონომიკა, ნამდვილად არ არის ისეთ მდგომარეობაში როგორშიც ამერიკა.
მოკლედ, ფაქტია, „ოცნება“ და მისი მთავრობა, ისევ მხოლოდ ძალადობრივი მეთოდებით ცდილობს ხელისუფლების შენარჩუნებას და მათთვის არც ბიზნეისი და არც ხალხის ბედი არ არის მნიშვნელოვანი”,– ამბობს ჭიჭინაძე და მინისტრის ამირან გამყრელიძის განცხადებებს ახსენებს.
“ამის ერთ-ერთ დასტურად, აქვე შეგახსენებთ, “ოცნების” მთავარი „მუშკეტერის“, ამირან გამყრელიძის, ჯერ კიდე 2020 წლის 22 სექტემბერის მორიგ განცხადებას. მისი თქმით: „5%-მდე არის მწვანე ზონის ზღურბლი, 5-10-მდე ყვითელი, 10-20-მდე ნარინჯისფერი, 20 %ის ზემოთ კი უკვე წითელი.“
ჩნდება აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვა: მაშინ რატომ არის ჯერ კიდევ ჩაკეტილი მწვანე ზონაში მყოფი ქვეყანა, მითუმეტეს როდესაც თუნდაც 14 ოქტომბერს, 44%-ის პირობებში, ისევ გამყრელიძის განცხადებითვე, თურმე არც საგანგაშო ყოფილა არაფერი და არც ქვეყანა ჩაუკეტავთ?!
გაგრძელება შემდეგ სერიებში… დავით ჭიჭინაძე”,– წერს ის Facebook–ზე.