“თქვენ იცით, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია. ასევე, ღვთისმშობლის წილხვედრია ათონის მთა, კიევი და შემდეგ არის დივეევოს მონასტერი. ცნობილია მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში, რომ კიევი არის ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი. ეს ხომ უდიდესი საჩუქარია მათთვის, მაგრამ ვისაც მეტი მიეცეს, მეტი მოეთხოვოსო. შე დალოცვილო, ამხელა სიწმინდეში რომ გეი აქტივისტს პრეზიდენტად აირჩევ, არ არის ეს კარგი და, რა თქმა უნდა, სასჯელს უნდა ელოდო. ასეთ სიწმინდეში ყოველ წელიწადს გეი პარადებს რომ ჩაატარებ, რა გასაკვირია, რომ დაისაჯო და ღვთის რისხვა მოგეწიოს”

თქვა სხალთის მიტროპოლიტმა, მეუფე სპირიდონმა უკრაინის პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე ქადაგებისას.