თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, ბოლო დღეების განმავლობაში, სკვერებსა და პარკებში ადგილი აქვს განათების ბოძებიდან დამცავი ხუფების მოპარვას. მან მოქალაქეებს სთხოვა ნუ აუვლიან გვერდს მსგავს ვანდალიზმის ფაქტებს გულგრილად და მიაწოდონ მერიას ინფორმაცია ყველა ასეთ შემთხვევასთან დაკავშირებით.
“ბოლო დღეების განმავლობაში, სკვერებსა და პარკებში ადგილი აქვს განათების ბოძების დაზიანებას, კონკრეტულად, ხსნიან დამცავ ხუფებს, იპარავენ. […] რაც ძალიან ცუდია ყველანაირი თვალსაზრისით, პირველ რიგში უსაფრთხოების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ამგვარ ფაქტებს ჩვენი მხრიდან ყოველთვის აქვს შესაბამისი რეაგირება, ხდება დაზიანებული ინვენტარის აღდგენა, გამოსწორება, მოწესრიგება, მოპარული ხუფების თავიდან მონტაჟი და დაყენება, მაგრამ, თვითონ ფაქტი არის ძალიან ცუდი”, – თქვა კალაძემ.