ვიცეპრემიერი მაია ცქტიშვილი ამბობს, რომ სკოლები ბაღებზე მნიშვნელოვანია, ამიტომ ბაღები ამ ეტაპზე არ გაიხსნება.
“ეს არის ეპიდემიოლოგიური ვითარების ანა-ბანა – როდესაც დამატებითი მობილობა იქმნება სადღაც, ეს არ შეიძლება გაკეთდეს ერთდროულად, არ შეიძლება გაგაიხსნას ყველაფერი ერთად, ამ შემსუბუქების გეგმის ფარგლებში ვიყურებთ იმას, რომელი სეგმენტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე აუცილებელი. შევთანხმდებით, რომ სკოლები უფრო მნიშვნელოვანია ჯერ, ამ ეტაპზე, ვიდრე ბაღები, ბაღების ჯერი აუცილებლად დადგება” – თქვა ცქიტიშვილმა.
რა შეზღუდვები იხსნება 8 და 15 თებერვლიდან, სრულად იხილეთ ბმულზე.