სკოლებს სწავლისთვის შაბათი დღის გამოყენება შეეძლებათ

საქართველოს განათლების,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკა დგებუაძის განცხადებით, იმისთვის, რომ სასწავლო დაწესებულებები უფრო მეტად განიტვირთოს და მოხდეს 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა შესაძლებელია შაბათის სასწავლო დღედ გამოყენება.

„იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება სკოლა, სავალდებულოდ არის განსაზღვრული I-IV კლასის მოსწავლეებისთვის, რომ გაკვეთილები საკლასო ოთახში ჩატარდეს და საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს ცვლების დაორგანიზების პროცესი. ასევე, ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ გამოყენებული იქნეს შაბათის დღე, როგორც სასწავლო დღე იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად იყოს განტვირთული შენობები და ის რეკომენდაცია, რაც არის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა მოსწავლეებს შორის, იყოს დაცული“, – განაცხადა ეკა დგებუაძემ.