სკოლებში მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო იქნება

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სკოლებში ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. მისი განმარტებით, 4 ოქომბრიდან სასწავლი პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის დაცვით განახლდება.

“ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და სამედიცინო პროტოკოლი იქნება ზედმიწევნით დაცული. სიახლე გახლავთ ის, რომ სკოლებში ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. მინდა, თხოვნით მივმართო საზოგადოებას, რომ ეს დიდი მიღწევა შევინარჩუნოთ. ამისთვის აუცილებელია, რომ ინტენსიურად გაგრძელდეს აცრის პროცესი”, – თქვა ჩხენკელმა.

ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბერს სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება. სკოლებში სავალდებულო იქნება პირბადის ტარება. გარდა ამისა, 4 ოქტომბრიდან გაიხსნება ბაღები და გასართობი ცენტრები