სწავლა სკოლებში სექტემბრამდე არ განახლდება, თუმცა აკადემიური წელი არ გამოცხადდება – გახარია

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას თქმით, საქართველოში აკადემიური წელი არ გამოცხადდება, თუმცა სკოლებში სწავლა სექტემბრამდე არ განახლდება.

ასევე , ჩატარდება ეროვნული გამოცდები, თუმცა შეიძლება გადავადდეს.

,,ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება. განათლების სამინისტრომ ეფექტიანად შეძლო გამკლავებოდა ამ შეზღუდვებს და დისტანციური სწავლების მეთოდები, როგორც საშუალო სკოლაში, ასევე უმაღლესი განათლების ნაწილში საკმაოდ ეფექტიანად გაატარა და დანერგა იმ დონეზე, რა დონეზეც შეგვიძლია დადასტურებულად ვთქვათ, რომ აკადემიური წელი ქვეყანაში არ გამოცხადდება.

ეროვნულ გამოცდებსაც არაფერი ემუქრება, ჩატარდება, აქ შეიძლება იყოს გარკვეული გადავადების ნაწილი, თორემ ეროვნული გამოცდების მექანიზმი იქნება სრულად შენარჩუნებული. განათლების სისტემის ამუშავების შესახებ, პრეზენტაციას გავაკეთებთ ცალკე. სწავლა სკოლებში არ განახლდება პირველ სექტემბრამდე, მაგრამ აკადემიური წელი არ გამოცხადდება სასწავლო რეჟიმი მიმდინარეობს ნორმალურად”,-აცხადებს გახარია.