სლოვაკეთმა უკრაინას С-300-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა გადასცა. აღნიშნული განცხადება, სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა, ედუარდ ჰეგერმა გაავრცელა.
“ვადასტურებ, რომ სლოვაკეთმა საკუთარი С-300-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა გადასცა უკრაინას, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიისგან თავდაცვაში დახმარების მოთხოვნის შესაბამისად”. – განაცხადა ედუარდ ჰეგერმა.