ივანიშვილის დეპუტატის, ხალხის ძალის წევრის, სოზარ სუბარის მოთხოვნით, TV პირველის, ჟურნალისტს ნატა ქაჯაიას, აკრედიტაცია 1 თვით შეუჩერდა. ინფორმაციას ამის შესახებ, არხის საინფორმაციო განყოფილების დირექტორის, ნოდარ მელაძე ავრცელებს.
პარლამენტის მიერ ჟურნალისტისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში აკრედიტაციის შეჩერების მიზეზად დასახელებულია, რომ ჟურნალისტმა პარლამენტის წევრის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის მიუხედავად, არ შეწყვიტა ვიდეოჩაწერა.
“პარლამენტის ანონიმმა დეპუტატმა, შაბათის ეთერის საპარლამენტო ჟურნალისტს ნატა ქაჯაიას შეუჩერა აკრედიტაცია! წერილში, რომელიც 10 დღის შემდეგ ჩაგვბარდა, იმ დეპუტატის გვარიც კი არ არის მითითებული ვის გამოც, ჩვენი პროფესიული მოვალეობის განხორციელებას ვეღარ შევძლებთ.
პარლამენტთან კომუნიკაციის შემდეგ ვიგებთ, რომ პარლამენტში შესვლისუფლება ჩამოგვართვა სოზარ სუბარმა, სრულიად აბსურუდული მიზეზით და ვიდეოს ავტვირთავ რამდენიმე წუთში.
რეპრესიული პოლიტიკის თანახმად, ჩვენ არ შეგვიძლია, აკრედიტაციის შეჩერების პერიოდში, ჟურნალისტი ჩავანაცვლოთ. ჩვენი გადაცემიდან აკრედიტაცია მხოლოდ ერთ ჟურნალისტს ჰქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში მუშაობას ვეღარ შევძლებთ.
მედიის მოვალოებაა ჟურნალისტური პროდუქტის შექმნის დროს, პასუხისმგებელ პირებს დაუსვას კითხვები და მოიპოვოს მათი პასუხები. რადგან ამის შესაძლებლობა არ გვეძლევა პარლამენტში, ამიტომ იძულებული ვიქნებით, სოზარ სუბართან და პარლამენტის სხვა წევრებთან ინტერვიუ ჩავწეროთ, პარლამენტს გარეთ: მაღაზიასთან, სახლთან, სალონთან, რესტორანთან, სადაც კი მოვახერხებთ.
Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პარლამენტის თავმჯდომარის დამტკიცებულ რეპრესიულ წესებს, დეპუტატები იყენებენ ბოროტად, რამაც უკვე საშიში პრეცედენტები შექმნა.” – წერს ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში.