სოლედარში 500-ზე მეტი ადამიანი რჩება, მათ შორის 15 ბავშვი – კირილენკო

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარში 559 ადამიანი რჩება.

მისი თქმით, სოლედარში 20 000-მდე ადამიანი ცხოვრობს. კირილენკო აღნიშნავს, რომ ქალაქში 7-დან 15 წლამდე 15 ბავშვია დარჩენილი.

  • “ამ ადამიანებს, რომლებიც რჩებიან სოლედარში, აქვთ საკვების საჭირო მარაგი და ჰიგიენური საშუალებები. როგორც კი შესაძლებელი იქნება ევაკუაციისთვის იქ მისვლა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაკეთებთ”, – თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.