სოლიდარობას ვუცხადებთ მეგობარ საქართველოს – აზერბაიჯანი ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე

”სოლიდარობას ვუცხადებთ მეგობარ საქართველოს”- აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევასთან დაკავშირებით  Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს.

“ჩვენ ძალიან დაგვამწუხრა ინფორმაციამ ბათუმში შვიდსართულიანი სახლის ჩამონგრევასთან დაკავშირებით. გულწრფელად ვუთანაგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებს და ყველა დაშავებას სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. სოლიდარობას ვუცხადებთ მეგობარ საქართველოს”, – ნათქვამია განცხადებაში.

13:15 საათისთვის : შენობის ნანგრევებიდან ამოყვანილია 9 ადამიანი. ამოყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა 36 წლის ქალბატონი, რომელსაც კლინიკაში გული რამდენჯერმე გაუჩერდა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. მეორე გადარჩენილი მამაკაცი სიკვდილს ამ წუთებშიც ებრძვის. ამ ეტაპზე დასტურდება 8 ადამიანის გარდაცვალება, საიდანაც 3 ბავშვია. 

სამაშველო ღონისძიებები კვლავ მიმდინარეობს.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბრის დილით ჩამოინგრა. მაშველებმა  ნანგრევების ქვეშ მოყოლილი მანქანიდან გადაარჩინეს წლის და 3 თვის ბავშვი.

შსს-მ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. გამოძიებით დგინდება, რომ საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1 1 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.

ხელისუფლებამ, 12 ოქტომბრამდე ყველა საარჩევნო-პოლიტიკურ აქტივობა გააუქმა. ასევე აღარ ჩატარდება დაგეგმილი ღონისძიება “თბილისობა” ხოლო გამოყოფილი თანხა მთლიანად გადაერიცხება, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში.