სოლიდარობა აჭარის ტვ-ს ჟურნალისტებს – ონლაინ გამოცემებმა Facebook-ზე Cover ფოტო შეცვალეს

„სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს“, – ონლაინ მედია გამოცემები აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს მხარდაჭერას უცხადებს. მათ ერთი დღით Facebook-ზე Cover-ის ფოტო შეცვალეს.

აქცია შეუერთდა Newsreport.ge-ც. აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს მხარდაჭერა გამოუცხადა On.ge-მ, ტაბულამ, IPN-მა, პუბლიკამ, ინდიგომ, ნეტგაზეთმა, ბათუმელებმა, OC Media-მ, ჟურნალისტიკის რესურცენტრმა, TOK TV-მ, სამოქალაქო ჟურნალისტიკის პლატფორმამ “გხედავ”, ტელეკომპანია “გურია”-მ და სხვებმა.

აქციის ორგანიზატორია კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის.

ეს არ არის აჭარის ტელევიზიის სოლიდარობის პირველი აქცია. 3 მაისს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, სოლიდარობის ნიშნად ერთი წუთით გათიშეს ტელევიზიებმა მაუწყებლობა. აქციას 15-ზე მეტი ეროვნული და რეგიონული მაუწყებელი შეუერთდა.

ამ გზით მედიასაშუალებები მხარდაჭერას უცხადებენ აჭარის ტვ-ს იმ ჟურნალისტებს, რომელთა გათავისუფლება ახალმა დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ დაიწყო. გათავისუფლებული ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ ისინი იდევნებიან თავისუფალი, მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკის გამო.