“სოლიდარობა იმედა დარსალიას, ალტ ინფოზე კრიტიკული სიუჟეტი გააკეთა და გადაცემა დაუხურეს”- ამის შესახებ, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, რითიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა “ახალი კვირის” დახურვას ეხმაურება.
”სოლიდარობა ჩემს კოლეგა იმედა დარსალიას, რომელმაც ალტ ინფოზე კრიტიკული სიუჟეტი გააკეთა და ამის გამო პირველ არხზე გადაცემა დაუხურეს.
Tinatin Berdzenishvili Shame!” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ამასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გაავრცელა სადაც ნათქვამია, არხზე არცერთი პროექტი არ დახურულა და ეთერში ახალი კვირის განახლებული ფორმატი გავა.