“თათია სამხარაძის შემთხვევა ნათლად ადასტურებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა გამქრალია ხელისუფლების დღის წესრიგიდან. ოცნებამ უარი თქვა იმ პროგრესზე, რასაც სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორის და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში მივაღწიეთ.
უფრო მეტიც, იქ, სადაც ხელისუფლების ინტერესი იკვეთება, მთელი სახელმწიფო მანქანა მუშაობს მოძალადის და არა მსხვერპლის დასაცავად.
სოლიდარობას ვუცხადებთ თათია სამხარაძეს, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ფსიქოლოგიური ტერორი, სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენება პარტიული ინტერესებისთვის და დაუყოვნებლივ მოახდინოს შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება მომხდარზე”,
პარტია საქართველოსთვის თათია სამხარაძის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას ეხმაურება.