”სოლიდარობა სტუდენტებს, რომლებიც სახელმწიფო რეპრესიებს ეწინააღმდეგებიან”. – მუსიკალური ბენდი Massive Attack-ი, რომელიც 28 ივლისს ბლექ სი არენაზე კონცერტს გამართავს, საქართველოში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
-
- “სოლიდარობა სტუდენტებს – თბილისიდან აშშ-ის კამპუსებამდე, რომლებიც სასტიკ სახელმწიფო რეპრესიებს ეწინააღმდეგებიან.”- აღნიშნულია ბენდის ტვიტში.
რუსული კანონის ინიციირების შემდეგ მოძრობა სირცხვილიამ ბენდს წერილობით მიმართა და მოუწოდა, გაეცნონ საქართველოში არსებულ მდგომარეობას.
“ჯგუფი Massive Attack სამართლიანობის, გამოხატვის თავისუფლების, სამოქალაქო აქტივიზმისა და უმცირესობათა უფლებების მხარდამჭერია. ამიტომ, გთხოვთ, გაეცნოთ საქართველოში არსებულ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას. ვიმედოვნებთ, რომ გაითვალისწინებთ ამ საკითხს და თქვენი განსჯის საფუძველზე, საპასუხო ნაბიჯს გადადგამთ. სულ მცირე, ვიმედოვნებთ, რომ ამ ანტიდემოკრატიული ქმედებების წინააღმდეგ სცენიდან თქვენს პოზიციას დააფიქსირებთ. გვჯერა, რომ გამოიყენებთ თქვენს პლატფორმას, რათა მხარი დაუჭიროთ საქართველოს მოქალაქეებს თავისუფლებისა და დემოკრატიული მომავლისთვის ბრძოლაში”, – ამ წერილით მიმართა “სირცხვილიამ” ბენდს.