სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით სომხეთრისა და აშშ–ს ერთობლივი წვრთნები 11-დან 20 სექტემბრამდე ჩატარდება და ითვალისწინებს “დაპირისპირებულ მხარეებს შორის სტაბილიზაციის ამოცანების განხორციელებას სამშვიდობო მისიის დროს”.
კრემლმა უკვე განაცხადა, რომ მსგავსი წვრთნები შექმნილი ვითარების ფონზე „მათ დაძაბულ ყურადღებას იწვევს“. მანამდე სომხეთმა გაიწვია თავისი მუდმივი წარმომადგენელი კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციიდან (ОДКБ), სომხეთის ხელისუფლებამ კი გააკრიტიკა რუსეთის ფედერაცია მისი უმოქმედობისა და დახმარების შესახებ ერევნის თხოვნაზე რეაგირების არქონის გამო.