სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, პარუირ ხოჰანისიანი Reuter-თან საუბარში აცხადებს, რომ არსებობს აზერბაიჯანთან შეტაკებების სრულმასშტაბიან ომში გადაზრდის რისკი და მოუწოდებს დიდ სახელმწიფოებს, ყურადღება მიაქციონ მძიმე ვითარებას, რომელმაც შესაძლოა კიდევ ერთი დიდი კონფლიქტი გამოიწვიოს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.
პარუირ ხოჰანისიანი ასევე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის დაღუპულია დაახლოებით 50 სომეხი ჯარისკაცი და დაჭრილია სამი მშვიდობიანი მოქალაქე, თუმცა ვარაუდობს, რომ ეს მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვარზე ინტენსიური ბრძოლები 13 სექტემბრის, დაახლოებით, 00:05-ზე დაიწყო.