სომხეთი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საჰაერო და სახმელეთო საზღვარს ხსნის.ამის შესახებ ინფორმაციას, გამოცემა Tass-ი ავრცელებს.
ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საზღვარზე უნდა წარმოადგინონ PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, რომელიც ბოლო 72 საათში ექნებათ ჩატარებული .
“ახლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო საზღვარი გახსნილი იქნება.ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია ჩამოვიდეს სომხეთში, რომელსაც ექნება PCR ტესტის უარყოფიტი პასუხი და ტესტირება ექნებათ ჩატარებული უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში.”- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, ამ დროის მონაცემებით, სომხეთში 8,931 ადამიანა დაინფიცირებული. სომხეთში მთლიანად, კორონავირუსი 163,128 ადამიანს გამოუვლინდა, რაც მოსახლეობის 5.6 პროცენტია. ვირუსით ჯამში 2,951 ადამიანი გარდაიცვალა.