მას შემდეგ რაც სომხეთმა, პალესტინის სახელმწიფო აღიარა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთის ელჩი უწყებაში დაიბარა.
- “სომხეთის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელში სომხეთის ელჩი მკაცრი საყვედურისთვის დაიბარა”, – აღნიშნულია ისრაელის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, ნათქვამია, რომ ღაზაში დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტის რეზოლუციას გაეროში მხარი დაუჭირეს და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებით არის დაინტერესებული.
- “სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით პალესტინის საკითხის მშვიდობიან და ყოვლისმომცველ დარეგულირებას და მხარს ვუჭერთ “ორი სახელმწიფოს” პრინციპს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გადაწყვეტაში. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს არის ერთადერთი გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ პალესტინელებმა და ისრაელებმა შეძლონ თავიანთი ლეგიტიმური მისწრაფებების რეალიზება”, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ პალესტინის აღიარების გადაწყვეტილებას “ტერორიზმისთვის ჯილდო” უწოდებს.
22 მაისს ესპანეთმა, ნორვეგიამ და ირლანდიამ პალესტინა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღირეს.