სომხეთმა რუსეთს პილოტებთან ერთად 4 სუ-30 გადასცა – თურქული მედია

თურქული მედია Haber Global სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ სომხეთმა რუსეთს უკრაინასთან საბრძოლველად 4 მოიერიშე თვითმფრინავი, სუ-30 გადასცა.

თურქული მედია ინფორმაციის წყაროს არ ასახელებს. მათი ცნობით, თვითმფრინავები სომხეთმა რუსეთს 25 მარტს გადასცა და მას პილოტებიც გააყოლა.

Haber Global წერს, რომ ამ ნაბიჯით სომხეთი უკრაინა-რუსეთის ომში მხარე გახდა.

განახლება: აღნიშნული ინფორმაცია მოგვიანებით უარყო უკრაინაში სომხეთის საელჩომ.