სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 596 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 596 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 11 817-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით 7 პაციენტი გარდაიცვალა. ამ დროისთვის სულ 183 ადამიანია გარდაცვლილი.

სომხეთში კორონავირუსი 3 513-მა პირმა დაამარცხა, 10 კი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს მეზობელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთში ეპიდსიტუაცია უარესდება და არიან ადამიანები, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ, მაგრამ ქვეყანას მათი დროულად ჰოსპიტალიზაციის რესურსი აღარ აქვს.

გუშინვე საქართველოს მოქალაქეებმა კორონავირუსთან ბრძოლაში სომხეთის დახმარების მოთხოვნით პეტიცია შექმნეს.