სომხეთში რუსი პროპაგანდისთვის ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემების ჩვენება აიკრძალა. როგორც, სომხეთის მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრის მოადგილე ავეტ პოღოსიანი აცხადებს, გადაწყვეტილება, მედიასფეროში თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი შეთანხმების ორი მუხლის “მუდმივი დარღვევის” გამო იქნა მიღებული.
საუბარია დარღვევაზე შეთანხმების იმ მუხლის, რომელიც გამორიცხავს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევას და შეურაცხმყოფელი შინაარსის პროგრამების ტრანსლირებას.
რუსი პროპაგანდისტის, ორი საავტორო პროგრამა „საღამო ვლადიმირ სოლოვიოვთან“ და „კვირის საღამო ვლადიმირ სოლოვიოვთან“ რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანია „რტრ პლანეტაზე“ გადის.