რუსი პროპაგანდისტი და RT-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი ამბობს, რომ სომხეთში შესვლა აუკრძალეს. ამის შესახებ სიმონიანმა ინფორმაცია Telegram-ზე გაავრცელა.
“კონსტანტინე ზატულინს, რომელიც წლების განმავლობაში იყო სომხეთის ძლიერი მხარდამჭერი, სომხეთის ამჟამინდელმა ლიდერმა აუკრძალა სომხეთში შესვლა.
სხვათა შორის, მეც.
მშვენიერია, სხვა რა ვთქვა” – წერს სიმონიანი.