სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დავა პოლიტიკურ-დიპლოტიური გზით უნდა გადაწყდეს – რუსეთის საგარეო

სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დავა პოლიტიკურ-დიპლოტიური გზით უნდა გადაწყდეს – ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე შეტაკებებს.

“კვლავ ამოვდივართ იქიდან, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყველა სადაო საკითხი გადაწყვეტილ უნდა იქნა მხოლოდ პოლიტიკურ-დიპლომატიური გზებით, კერძოდ, სასაზღვრო საკითხებთან დაკავშირებით – სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის ორმხრივი კომისიის მუშაობის ფარგლებში რუსეთთან კონსულტაციის დახმარებით”, – აღნიშნულია განცხადებაში.