სომხეთ-საქართველოს საზღვარზე, ბაგრატაშენის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.ინფორმაცია სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურმაც დაადასტურა.
შეტყობინება ხანძრის შესახებ ტავუშის პროვინციის საგანგებო ვითარებათა მართვის ეროვნულმა ცენტრმა მიიღო.
სომხეთის შსს-ს ცნობით, ხანძარი ჩააქრეს.