ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს Facebook-ზე პასუხობს და დათქმულ დროს შეხვედრას სთხოვს.
“ბატონმა სოსო გოგაშვილმა თავს უფლება მისცა, მოვეხსენიებინე უკიდურესად შეურაცხმყოფელი ფორმით, ყოველგვარის მიზეზის, უფრო მეტიც, ყოველგვარი საბაბის გარეშე. დაბეჯითებით ვთხოვ ბატონ სოსოს, აუცილებლად შემხვდეს წინასწარ დათქმულ დროს”, – წერს თენგიზ ცერცვაძე.
ცნობისთვის, სოსო გოგაშვილი თენგიზ ცერცვაძის ინტერვიუს დღეს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, სადაც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ამბობს, რომ “შეცდომები იყო” და “პანდემიის მართვა ხელიდან გაექცათ”, მაგრამ “არ იყო არაოპტიმალური კლინიკური მართვა”.
“მუშკეტერთაგანო, ამ შეცდომებს ჯანმრთელი ადამიანების სიცოცხლე რომ შეეწირა, ამაზე პასუხისმგებელი ვინაა? არ გამოვა ოღონდ ტრაფარეტულად პირიდან ამოსული “ვიღებ პასუხისმგებლობას”, არა!
აიღებთ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას!
მოკლული 15 016 ადამიანიდან რამდენი ჯანმრთელი მოკალით?
უხ, თქვენი…
ო, რა მწარედ აგებთ პასუხს…” – დაწერა სოსო გოგაშვილმა.