”სოსო რამიშვილი საზმაუს შენობაში თაღლითურ ქოლ-ცენტრებს მფარველობდა”-წერს ამის შესახებ, ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში, ფინანსური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელზე.
“ჩემი და ჩემი ბიზნეს პარტნიორის წინააღმდეგ შეკერილი საქმის მთავარი მიზეზი იყო ამ მთავრობის მხილება!
მიუხედავად იმისა რომ მე მკვლელმა მოსამართლემ იზა კელენჯერიძემ მომისაჯა 9 წელი და ამჟამად ვიმყოფები იძულებით შიმშილობაზე, მაინც გავაგრძელებ ამ დამნაშავე, რუსული ხელისუფლების მხილებას!
ჩვენი საქმის შეკერვაში მთავარ ფიგურანტთან გენერალურ პროკურორ გაბიტაშვილთან ერთად არანაკლები ბრალი მიუძღვის ფინანსური პოლიციის დეპარტამენტის აწ უკვე გადამდგარ ხელმძღვანელს რამიშვილს.
ჩვენი საქმის გამო რომ აუცილებლად უმკაცრესად მოგეკითხებათ სამართლებრივად მაგას კი უნდა ხვდებოდეთ უკვე, მაგრამ მანამდე იცოდეთ, რომ ყველა იმ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციას ევროპასა და ამერიკაში უკვე მივაწოდე ინფორმაცია თუ როგორ ქმნიდა და მფარველობდა ბატონი [სოსო] რამიშვილი თაღლითურ ქოლ-ცენტრებს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში. ახლა ბევრისთვის კიდევ უფრო ნათელი გახდება თუ რატომ იცავთ კბილებით საზმაუს. რამიშვილის უთხარით ვინმემ რომ ვერ უშველის თანამდებობის დატოვება!
ქართულ საგამოძიებო უწყებებთან ამ საკითხზე არ ვაპირებ თანამშრომლობას ამ რეჟიმის პირობებში, თუმცა დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ უკეთესი და სამართლიანი საქართველოს პირობებში ჩემს საქმესთან ერთად, ამაზეც აგებთ პასუხს”. – წერს ჩიკვაიძე.