“როდესაც ლაპარაკია, რომ ვიღაცა, ვისაც მისჯილი აქვს ის უნდა გათავისუფლდეს ციხიდან, ეს არის სრული აბსურდი, შიმშილობა ასეთი რამისთვის. ეს არ შეიძლება მოხდეს, არ მომხდარა მსოფლიოში არსად, რომ სამართლებრივი პროცესი შიმშილობის, ან რაიმე პროტესტის გზით წყდებოდეს და შესაბამისად, ეს ვერ მიგვყვანს ვერანაირ ლოგიკურ შედეგამდე და ლოგიკურ დასასრულამდე, ამიტომ ამ პროცესს არ აქვს არანაირი მომავალი.
გუშინ მოვისმინე სოსო რობაქიძის განცხადება, რომ ყოფილი რეჟიმის მსხვერპლებმა თუ მსხვერპლების ოჯახებმა ასევე დაიწყო შიმშილობა სამართლიანობის აღდგენის და ყოფილი დამნაშავეების, ყოფილი კი არა, იმ ხელისუფლებაში მყოფი დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით. მათაც მოვუწოდებ, რომ არ დაიწყო ეს პროცესი, რადგან ეს დაპირისპირებისა და ვითარების ესკალაციის გარდა არსად არ მიგვიყვანს”
ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი სოზარ სუბარი მასობრივ საპროტესტი შიმშილობაზე.