სოფელ გორაკას მიმდებარედ, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონო ე.წ ბორდერიზაციის ფაქტი დაფიქსირდა – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ “საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ცხელი ხაზი რამდენჯერმე გააქტიურდასუს-ის ცნობით, ასევე, განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება.
“სოფელ გორაკას მიმდებარედ, საოკუპაციო ხაზს გასწვრივ განხორციელებული უკანონო ბორდერიზაციის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ცხელი ხაზი რამდენჯერმე გააქტიურდა. ასევე, განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება.
ხაზგასმით უნდა აღინიშოს, რომ საოკუპაციო ხაზისა და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის განხილვისას რუკების გამოყენება ხელს უწყობს ე.წ. საზღვრის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული ნარატივის გამყარებას. ამავდროულად, ოკუპაციისა და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხების განხილვისას არაზუსტი ტერმინოლოგიის (მაგ: შიშის ზონა, საზღვარი, საზღვრის გადმოწევა) გამოყენება, აზიანებს სახელმწიფოს მიერ დეოკუპაციისაკენ მიმართულ ძალისხმევას და ადგილობრივ მოსახლეობაში შიშისა და დაუცველობის განცდის დანერგვას უწყობს ხელს”,- აღნიშნავენ უწყებაში.