სოფელ დვანის მიმდებარედ საოკუპაციო ძალებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია განახორციელეს – სუს

სოფელ დვანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონო ე.წ ბორდერიზაცია განახორციელეს. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. როგორც ცნობილია, ოკუპანტებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში უკანონოდ დაამონტაჟეს ლითონის ბოძები და მავთულხლართები.

მომხდართან დაკავშირებით დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

  • „უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და მის ფარგლებში აღმართული უკანონო ინსტალაციები ხელს უშლის თავისუფალ გადაადგილებას, ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. მიმდინარე პროცესზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას” – აცხადებს სუს.