სოფელ ვერტყვიჭალაში არმატურის საამქროს ჩამოინგრევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 10 დაშავდა. რკინის კონსტრუქცია რამდენიმე საათის წინ ჩამოიშალა.დაშავებულებს შორის საქართველოს 7 და ჩინეთის 3 მოქალაქეა.
ფაქტის გამომწვევი მიზეზების დასადგენად ადგილზე ექსპერტები უკვე მუშაობენ.
სამძებრო ღონისძიება უკვე დასრულებულია, დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს.