სოფელ ვერტყვიჭალაში არმატურის საამქროს ჩამოინგრევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 10 დაშავდა

სოფელ ვერტყვიჭალაში არმატურის საამქროს ჩამოინგრევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 10 დაშავდა. რკინის კონსტრუქცია რამდენიმე საათის წინ ჩამოიშალა.დაშავებულებს შორის საქართველოს 7 და ჩინეთის 3 მოქალაქეა.

ფაქტის გამომწვევი მიზეზების დასადგენად ადგილზე ექსპერტები უკვე მუშაობენ.

სამძებრო ღონისძიება უკვე დასრულებულია, დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს.