ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზოვრეთში ოთხმა ნიღბიანმა პირმა ლილუაშვილების ოჯახის დაყაჩაღება სცადა. მათ სახლის მფობელებმა წინააღმდეგობა გაუწიეს.
ოჯახის ერთ-ერთი წევრით ინფორმაციით, წინააღმდეგობის გაწევის დროს ხმაური ატეხეს და დახმარება ითხოვეს, რის შემდეგაც მძარცველებმა ჰაერში გაისროლეს და გაიქცნენ.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შსს–მ მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო.