გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთთან დღეს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ. თუმცა მათ ტერიტორია ცოტა ხანში დატოვეს.
ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.